ქვემოთ ჩამოთვლილი თითოეული პლაგინი დღეს მინიმუმ ერთ production WooCommerce მაღაზიაში მუშაობს. ვერსიები მუდმივად ახლდება — ბოლო გამოშვებები ცვლილებების ჟურნალში ჩანს.
აქ თარიღი არ წერია — საკითხი „შემდეგში“ მაშინ გადადის, როცა პროტოტიპი ან შეთანხმება გვაქვს. თუ კონკრეტული ინტეგრაცია გჭირდებათ, მოგვწერეთ: მოთხოვნების რაოდენობა პრიორიტეტზე მოქმედებს.
საქართველოს შიდა მიწოდება Georgian Post-ით — shipment-ის ავტომატური შექმნა და tracking შეკვეთის ეკრანზე.
პირდაპირი ინტეგრაციები Glovo-სთან, Wolt-თან ან Go Delivery-სთან იმ მაღაზიებისთვის, რომლებიც aggregator-ს არ იყენებენ.
მსუბუქი სინქრონიზაცია მაღაზიებისთვის, რომლებსაც 1C, Fina ან Balance არ აქვთ — დღიური ჯამები და receipt CSV პირდაპირ WooCommerce-დან.
wallet ინტეგრაციის დახვეწა BOG და TBC პლაგინებისთვის — დღეს სრულად Flitt-ზეა აქტიური.